Axios: ტრამპი და რუბიო იწყებენ ბრძოლას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს Deep State-ის წინააღმდეგ

ტრამპი

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (NSC) რადიკალური რესტრუქტურიზაცია დაიწყეს - შემცირდება საბჭოს მოცულობა და მისი ძალაუფლება გადაინაცვლებს სახელმწიფო და თავდაცვის უწყებებში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ NSC ზედმეტად ბიუროკრატიულია და სავსეა კადრებით, რომლებიც არ იზიარებენ პრეზიდენტის ხედვას. "ეს არის მარკოს ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ," - განუცხადა გამოცემა Axios-ს თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პერსონალი, დაახლოებით, 350-დან 175-მდე შემცირდება, ხოლო რუბიო დროებით ისევ გააგრძელებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობების შესრულებას.

ოფიციალურ ცნობებში ვკითხულობთ, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს უფრო მოქნილ მმართველობას - გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღება უშუალოდ პრეზიდენტის ნებით და არა მრავალსაფეხურიანი ბიუროკრატიული რგოლების გავლით.

წყარო: Axios