Axios: 50 მილიონზე მეტმა ამერიკელმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა წინასწარ მისცა

არჩევნები ამერიკაში

50 მილიონზე მეტმა ამერიკელმა 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე წინასწარ მისცა. ინფორმაციას პორტალი Axios-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 50 მილიონი ადამიანიდან 39% არის „დემოკრატების“ მხარდამჭერი, ხოლო 36% - „რესპუბლიკელების“. ამასთან ერთად, არჩევნებში წინასწარ მონაწილეთა 41%-ის ასაკი 65 წელს ზემოთაა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა წინასწარ ან ფოსტით დაახლოებით 100 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა.