ავტოსაგზაო შემთხვევას ნიგერიაში 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიგერია

 ნიგერიის ჩრდილოეთით, კანოს შტატში სატვირთო ავტომობილის მონაწილეობით ავარია მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

ინფორმაციას Daily Post-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ავარიის სავარაუდო მიზეზი ავტომობილის უყურადღებო მართვა იყო.

„გუბერნატორმა აბა კაბირ იუსუფმა ამ საბედისწერო ავარიის შედეგად გადარჩენილებისთვის დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება გაწევის ბრძანება გასცა“, - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.