1770671781
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორმა თანამდებობა დატოვა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორმა, თანამდებობა დატოვა. ტიმ ალანმა გადაწყვეტილების მიზეზად კირ სტარმერის ოფისში ახალი გუნდის შექმნის აუცილებლობა დაასახელა.
მანამდე თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო სტარმერისთვის ეპშტეინთან კავშირში მყოფი პირის ელჩად დანიშვნის რეკომენდაციის გამო.
მიმდინარე მოვლენების ფონზე პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდებს ჟურნალისტი პირს მორგანი.
დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ მან თანამდებობა არ უნდა დატოვოს. პრემიერის ადმინისტრაცია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტარმერი თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს.












