1745299467
ავსტრალიის პოლიტიკურმა ლიდერებმა პაპ ფრანცისკესადმი პატივისცემის ნიშნად საარჩევნო კამპანია შეაჩერეს

ავსტრალიის პოლიტიკურმა ლიდერებმა პაპ ფრანცისკესადმი პატივისცემის ნიშნად საარჩევნო კამპანია შეაჩერეს.
დღეს ავსტრალიაში 3 მაისს დაგეგმილი ფედერალური არჩევნებისთვის წინასწარი ხმის მიცემა დაიწყო.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანესის თქმით, ქვეყანაში დაშვებული იქნება დროშები.
„ის იყო ამ საუკუნისა და ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი. ის მართლაც ხალხის პაპი იყო“, – განაცხადა ალბანესმა.
ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე გუშინ დილით 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კათოლიკური სამყარო რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობს. გუშინ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. მრევლი შეიკრიბა ბუენოს აირესის ეკლესიაშიც, სადაც პონტიფიკოსი გაიზარდა და განათლება მიიღო. არგენტინაში შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული. მსოფლიოს ბევრ ქალაქში გლოვის ნიშნად დაშვებულია დროშები