1720299815
ავსტრალიის პარლამენტის შენობის სახურავზე პალესტინის მხარდამჭერები ავიდნენ და ბანერები გაშალეს
ავსტრალიის პარლამენტის შენობის სახურავზე პალესტინის მხარდამჭერები ავიდნენ და ბანერები გაშალეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
სახურავზე ოთხი შავებში ჩაცმული ადამიანი ავიდა, რომლებმაც ბანერი გაშალეს წარწერით „მდინარიდან ზღვამდე პალესტინა თავისუფალი იქნება“.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ ისრაელი ომის დანაშაულებს ჩადის.
„ჩვენ არ დავივიწყებთ, არ ვაპატიებთ და გავაგრძელებთ წინააღმდეგობას“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.