„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
ავსტრალიაში სათამაშო ქვიშაში ტოქსიკური ნივთიერება აზბესტის აღმოჩენის გამო 70 სკოლა დროებით დაიხურა, ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, ფერადი ქვიშის ზოგიერთ ნიმუშში აზბესტის კვალი აღმოაჩინეს, რის გამოც კომპანია Kmart-მა და Target-მა ფერადი ქვიშები გაყიდვიდან ამოიღეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, გაყიდვიდან ამოღებულია „Active Sandtub“ ქვიშის ციხის სამშენებლო კომპლექტი და ლურჯი, მწვანე და ვარდისფერი „ჯადოსნური ქვიშა“.
ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის კომისიამ (ACCC) განაცხადა, რომ არსებობს „დაბალი“ რისკი იმისა, რომ აზბესტი ჰაერში გავრცელებულიყო.
ამჟამად ავსტრალიის დედაქალაქში, 70 სკოლაში შემოწმება მიმდინარეობს. 23 სკოლა კი გახსნილი რჩება, რადგან ამ სკოლებში აღნიშნულ ფერად ქვიშებს არ იყენებდნენ.
აზბესტი, რომელიც ადრე ფართოდ გამოიყენებოდა სამშენებლო მასალებში, შეუძლია ტოქსიკური ნივთიერების გამოყოფა ჰაერში, მისი ჩასუნთქვის შემთხვევაში კი შეუძლია კიბოს გამოწვევა.