ავსტრალიაში ეძებენ ადამიანს, რომელმაც ლატარიაში 100 მილიონი დოლარი მოიგო

ლატარია

ავსტრალიაში ამ დრომდე ეძებენ ადამიანს, რომელმაც ლატარიაში 100 მილიონი დოლარი მოიგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

კომპანია The Lott-ის ცნობით, გამარჯვებულმა ბილეთი სიდნეის ერთ-ერთ კაფეში შეიძინა. 

მოგებული ბილეთის ციფრები ასეთი იყო: 28, 10, 3, 16, 31, 14, 21 და 6.

მართალია, გამარჯვებულს თანხის გასანაღდებლად 6 წლიანი ვადა აქვს, თუმცა კომპანიას მისი პოვნა რაც შეიძლება მალე უნდა.