რას წერდა თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე თურქული მედია საქართველოს ნაკრებზე

ნაკრებიი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, პირველ მატჩს თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან მართავს.

ცნობილი თურქული გამოცემა, Spor Arena საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირებას სპეციალურ სტატიას უძღვნის, რომელშიც საქართველოს ნაკრების ძლიერ მხარეებზე არის ყურადღება გამახვილებული.

„ჩვენი დღევანდელი მეტოქე - საქართველო ანგარიშგასაწევი გუნდია და ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. ეს არის 200 მილიონი ევროს ღირებულების გუნდი, რომელშიც 22 ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს. მათი ყველაზე ღირებული მოთამაშე პსჟ-ის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც პარიზთან 90 მილიონ ევროიანი კონტრაქტი აქვს. სხვა მოთამაშეები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს, „ლივერპულის“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ახლახან „ვილიარეალში“ 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი, ზურიკო დავითაშვილი არიან. საქართველოს ნაკრები ძირითადად პრესინგზე თამაშობს და პასების გოლებად გარდაქმნაზეა ორიენტირებული. თავი უნდა დავიცვათ საქართველოს პრესინგისგან, ყურადღებით უნდა ვიყოთ მათი კონტრშეტევების დროს და განსაკუთრებით ფრთხილად ვიყოთ დაცვაში ბურთის გათამაშებისგან“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ცნობისთვის, საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს. 

შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.