„გარდაიცვალა ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანი“ - სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1757015810
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა. დღესვე პროკურორების შეკითხვებისთვის, „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრის დირექტორს - თამთა მიქელაძეს უნდა ეპასუხა, თუმცა სხდომა გადაიდო.
მესამე სექტორის ფინანსების მიზნობრიობა და სოციალური ქსელით გაკეთებული განცხადებები - პროკურორის თქმით, შეკითხვების ძირითადი ნაწილი იმ ხარჯებს შეეხებოდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გასულ წელს საპროტესტო აქციებისთვის აირწინაღების, სათვალეების, რესპირატორების, წიწაკის სპრეის და სხვა საშუალებების შეძენისთვის დახარჯეს.
საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში, უკვე გამოიკითხნენ ISFED-ის ყოფილი და IDFI-ის მოქმედი ხელმძღვანელები.
პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციის 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღა.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, კითხვები შეეხებოდა მის „ფეისბუკ“ პოსტებსა და ორგანიზაციის ზოგიერთ შესყიდვებს.
მშვენიერაძემ აქვე აღნიშნა, რომ დოკუმენტში ასახული არცერთი შესყიდვა უკანონო არ არის.
„მათ ჰქონდათ შეკითხვები ჩემს ზოგიერთ „ფეისბუკ“ პოსტთან დაკავშირებით. ზოგიერთი კითხვა იყო დაკავშირებული შესყიდვების დოკუმენტებთან. რაზეც მქონდა ინფორმაცია გავუზიარე, თუმცა არ ყოფილა არცერთი დოკუმენტი, სადაც რაიმე უკანონო საგანი არის შესყიდული ვინმეს მიერ, ან უკანონოდ არის რაიმე ისეთი კითხვა“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.