1757189592
ირაკლი კირცხალია ბექა ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე: ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ ეს ვიწრო პარტიული, მდარე ინტერესი გამოავლინონ

ის, რომ ლიბერალური ფაშიზმი გახლავთ ზუსტი ახსნა და განმარტება იმ სამწუხარო მოვლენის, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში ამ ერთი მუჭა რადიკალების გადამკიდე, არის ფაქტი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბექა ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე საუბრისას.
„ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ ეს ვიწრო პარტიული, მდარე ინტერესი გამოავლინონ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
„მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“, - ამ სიტყვებით მიმართა რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა ოდიშარიას.