პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ავღანელი ტელეწამყვანი კაცები ქალების მხარდასაჭერად ეთერში პირბადეებით გამოჩნდნენ. ამ ნაბიჯით მათ მოძრაობა „თალიბანის" მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვა გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ტელეწამყვან ქალებს სახის გამოჩენა ეკრძალებათ. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ახალი შეზღუდვა მაისში დაწესებული კანონის ერთგვარი გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სივრცეში სახე ყველა ქალს დაფარული უნდა ჰქონდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კაც ნათესავებს დაჯარიმება ან თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თალიბანმა ახალი კანონი ყველა მოქმედ მედიას გააცნო. პოპულარულ არხზე, სახელად TOLOnews-ზე კანონის განხილვის შემდეგ ქალები შეზღუდვას დაემორჩილნენ, თუმცა პროტესტის გამოსახატავად არხის ტელეწამყვანი კაცები პირდაპირ ეთერში პირბადეებით გამოჩნდნენ.
„როცა დავინახე, როგორ გაიკეთა ჩემმა კოლეგამ პირბადე, რათა პირდაპირ ეთერში ესაუბრა, ცრემლები წამომივიდა. პროტესტის ნიშნად პირბადის გაკეთება მეც გადავწყვიტე", - ამბობს ერთ-ერთი ტელეწამყვანი კაცი.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ბოლო კვირების განმავლობაში ქალების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ავღანელ ქალებს მხოლოდ კონკრეტულ დღეებში აქვთ საჯარო სკვერების მონახულების უფლება, ხოლო გრძელ გზაზე მეურვე კაცის გარეშე გადაადგილება ეკრძალებათ.