პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
26 და 27 წლის ქართველებს ათენის პოლიცია მძიმე ბრალდებებს უყენებს – მკვლელობის მცდელობა, სხვა სახელმწიფოს სიმბოლიკის შეურაცხყოფა, რასიზმი, სხვისი ქონების დაზიანება და დაუმორჩილებლობა. ამ კვალიფიკაციით დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე ომონიაზე მომხდარი ინციდენტის გამო.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ათენის ცენტრში პრორუსული ავტოკოლონის მსვლელობა გაიმართა, რაც ორმა ქართველმა გააპროტესტა. ისინი მსვლელობას ჯოხებით დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ პუტინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს, ასევე დააზიანეს რუსების ავტომობილები.
პროკურატურის ცნობით, ინციდენტში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ინდეტიფიცირების მიზნით, გამოძიება გრძელდება.
დაკავებული ქართველების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს ის ტანსაცმელი, რაც მათ ინციდენტის დროს ეცვათ.
P.S. ათენში მყოფი ქართველების ინფორმაციით, ბრალდებების მიუხედავად, დაკავებულები იზოლატორიდან უკვე გაათავისუფლეს, თუმცა ფაქტზე გამოძიება გრძელდება