ათენში ანომალიური სიცხე ფიქსირდება - 12:00–17:00 საათამდე მონაკვეთში ღირსშესანიშნაობები დაიხურა

სიცხე

ათენში ანომალიური სიცხეა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს სცდება.

ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით 12:00–17:00 საათამდე მონაკვეთში დაიხურა ღირსშესანიშნაობები, მათ შორის, აკროპოლისი და აგორა.

ნაწილობრივ შეჩერებულია სამუშაო პროცესიც. ექსპერტები საბერძნეთში რეკორდულ სიცხეს კლიმატის გლობალურ ცვლილებას უკავშირებენ.