აშშ სტიქიას ებრძვის - შტორმმა ერთდროულად, რამდენიმე შტატს გაუარა

შტორმი აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების ერთდროულად რამდენიმე შტატს შტორმმა გადაუარა. მეინის შტატში სტიქიამ წყალდიდობა და ქარბუქი გამოიწვია. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები.

მეინის შტატიდან ჩრდილოეთ კაროლინამდე 300 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უამინდობის გამო გაუქმდა რამდენიმე ასეული ავიარეისი.

ამერიკის შეერთებული შტატების ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, ძლიერი შტორმი და წყალდიდობა ოჰაიოს შტატშიც არის მოსალოდნელი.