აშშ-ში ზამთრის ქარიშხალს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ზამთრის ქარიშხალი

ამერიკაში ზამთრის ქარიშხალს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის შვიდმა შტატმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა: მერილენდი, ვირჯინია, დასავლეთ ვირჯინია, კანზასი, მისური, კენტუკი და არკანზასი.

ქარიშხლის და უამინდობის გამო, დაიხურა სკოლები, გათიშულია ელექტროენერგია, 2 300-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.

ამინდის ეროვნული სამსახურის (NWS) ცნობით, სამშაბათს აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთის დიდ ნაწილში თოვა გაგრძელდება.