1793653808
აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება
აშშ-ის რამდენიმე შტატში საარჩევნო უბნები გაიხსნა.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებში – ნიუ იორკში, ნიუ ჯერსიში, ვირჯინიაში, მეინსა და კენტუკიში 06:00-ზე საარჩევნო უბნები ოფიციალურად გაიხსნა.
ამასთან, პირველი შტატი, სადაც შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემა ერთი საათის წინ დაიწყო, ვერმონტია. „ბიბისის“ ცნობით, შტატში ამომრჩეველთა სულ მცირე 30%-მა წინასწარ უკვე მისცა ხმა.
ადგილობრივი დროით 06:30-ზე ხმის მიცემა დაიწყება ჩრდილოეთ კაროლინის, ოჰაიოსა და დასავლეთ ვირჯინიის შტატებში.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ამერიკელები ირჩევენ კონგრესს და შტატების ნაწილში — ადგილობრივ ხელისუფლებას. ეს არის პირველი მასშტაბური ეროვნული არჩევნები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების შემდეგ.
შუალედური არჩევნების შედეგად დაკომპლექტდება წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილი, სენატის 100 ადგილიდან — 35, ხოლო 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ.
აშშ-ს არჩევნებში ერთიანი ცენტრალური სისტემა არ აქვს. თითოეული შტატი თვითონ წყვეტს კენჭისყრისა და ხმების დათვლის წესებს. მოქალაქეებს ხმის მიცემა საარჩევნო უბანზე, წინასწარი კენჭისყრით ან ფოსტით შეუძლიათ. ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა და გადამოწმება დიდ დროს მოითხოვს.
საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 4 ნოემბრის დაახლოებით 04:00 საათზე დაიხურება.











