10 მარტს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1773083735
2025 წლის ივნისში აშშ-ში გაჩნდა ბავშვი, რომლის დედაც რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილად გამოაცხადეს - ქალი სიცოცხლის მხარდამჭერ აპარატზე იყო მიერთებული.
ორსულმა ადრიანა სმიტმა კლინიკას ძლიერი თავის ტკივილით მიმართა. მას წამლები გამოუწერეს და სახლში გაუშვეს, თუმცა მეორე დღეს მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო - აღმოჩნდა, რომ მას თავის ტვინის სისხლძარღვებში თრომბები აქვს. რამდენიმე საათში ექიმებმა პაციენტი გარდაცვლილად გამოაცხადეს.
მაგრამ ჯორჯიის შტატში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, ორსულობის შეწყვეტა თუ ნაყოფი 6 კვირაზე დიდია აკრძალულია, ამიტომ სმიტი არატზე მიაერთეს. ექიმებმა მას საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ბავშვზე ადრიანას დედა ეიპრილ ნიუკირკი იზრუნებს.
„ჩვენ არჩევანი არ გვქონია. ეს ბავშვი გვინდა, ის ჩემი შვილის ნაწილია, მაგრამ გადაწყვეტილება აპარატთან მიერთების შესახებ ჩვენ, ოჯახს უნდა მიგვეღო და არა სახელმწიფოს“, - განაცხადა ნიუკირკმა.