1779482698
აშშ-ში მცხოვრებ უცხოელებს „მწვანე ბარათის“ მოსაპოვებლად სამშობლოში დაბრუნება და განაცხადის იქიდან გაკეთება მოუწევთ - Reuters
აშშ-ის ხელისუფლება ქვეყანაში მყოფ „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილეობის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს განაცხადის შესატანად საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უცხოელებს, რომლებიც აშშ-ში უკვე იმყოფებიან და „მწვანე ბარათზე“ განაცხადის შეტანა სურთ, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ და იქიდან გააკეთონ ეს.
აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის მიერ მიღებული ახალი წესი განსაკუთრებულ შემთხვევებში გამონაკლისებს ითვალისწინებს. სამსახურის წარმომადგენლებმა თითოეული საქმე ინდივიდუალურად უნდა განიხილონ და დაადგინონ გამართლებულია, თუ არა განსაკუთრებული შეღავათის მინიჭება.
მედიის ინფორმაციით, პოლიტიკის ცვლილება აშშ-ში მიგრაციის გამკაცრებას ემსახურება. გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სტუდენტებისთვის, კულტურული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის ვიზების მოქმედების ვადის შემცირება გადაწყვიტა.












