არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
აშშ-ში მთავრობის ე.წ. შათდაუნის გამო შეფერხებულია ავიარეისების შესრულება, ფრენების ნაწილი გაუქმდა .
მედიის ცნობით, ე.წ. შათდაუნის მერვე დღეს რეისების შესრულება შეფერხდა დალასში, ლას ვეგასში, ჩიკაგოში, ფენიქსში, ნეშვილსა და სხვა ქალაქებში.
ჩიკაგოში, სადაც აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია, სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ რეისების შეფერხების სპეციალური რეჟიმი აამოქმედა. ამის მიზეზად პერსონალის დეფიციტი სახელდება.
ანალოგიური სიტუაციაა ნეშვილში, სადაც ავიადისპეტჩერების ნაკლებობის გამო, რეისების რაოდენობა შეამცირეს.
„ბიბისის ცნობით“, 7 ოქტომბრის მონაცემებით აშშ-ის მასშტაბით შეფერხდა 3200-ზე მეტი ფრენა.
როგორც მედია წერს, ავიადისპეტჩერებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროს წარმომადგენლებად ითვლებიან და კანონით მათ ე.წ. შათდაუნის დროსაც უნდა იმუშაონ. თუმცა სიტუაციას ამძაფრებს ის, რომ დისპეტჩერების დიდი ნაწილი ბიულეტენზე გავიდა.
აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ შონ დაფის თქმით, მთავრობის მუშაობის შეჩერების ფონზე აეროპორტების თანამშრომლები კადრების დეფიციტის პირობებში მუშაობენ, რაც მათზე ზეწოლას ზრდის.
ავიადისპეტჩერების ეროვნულმა ასოციაციამ უკვე გააფრთხილა მათ რიგებში გაწევრიანებული დისპეტჩერები, რომ სამსახურში გამოუცხადებლობას შესაძლოა, მათი გათავისუფლება მოჰყვეს.