აშშ-ში ერთცენტიანი მონეტების გამოშვება შეწყვიტეს

აშშ-ში ერთცენტიანი მონეტების გამოშვება შეწყვიტეს

აშშ-ში ერთცენტიან მონეტებს აღარ გამოუშვებენ. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს არააქტუალური და ძვირია.

ერთცენტიანი ნომინალის მონეტას აშშ-ში 232 წლის განმავლობაში ჭედავდნენ. წარმოების ფასის ზრდამ და მოთხოვნის შემცირებამ პენის (მონეტის სახელწოდება) გამოჭედვა „ფინანსურად არამყარი და უსარგებლო“ გახადა.

1 მონეტის გამოშვების ხარჯმა 3,69 ცენტი შეადგინა, მაშინ როცა 10 წლის წინ ეს მხოლოდ 1,42 ცენტი იყო. უკანასკნელი პენი 12 ნოემბერს, ფილადელფიაში გამოჭედეს. გამოშვების შეწყვეტის მიუხედავად, არსებული მონეტების გამოყენება კვლავ დაშვებულია.