აშშ-ში დაიბადა ჟირაფი, რომელსაც გამორჩეული იერის გამო ევგენი დაარქვეს

ევგენი

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში ჟირაფი დაიბადა, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა.

პატარა ჟირაფს გამორჩეული ვარცხნილობა აქვს, რის გამოც მას განსაკუთრებული სახელი - ევგენი დაარქვეს. მისი უნიკალური იერი და მომხიბვლელი ქოჩორი სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და ევგენიმ უკვე ათასობით ადამიანის გული დაიპყრო.

პატარა ჟირაფის მშობლები ლილი და როკეტი არიან. ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, ევგენი საკმაოდ კარგად ადაპტირდა დანარჩენ ჟირაფებთან და მათი თანაცხოვრება მეგობრულ გარემოში მიმდინარეობს.

დღეს ის ზოოპარკის დამთვალიერებლების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბინადარია და ბევრი სტუმარი სწორედ მის სანახავად მიდის.