მძიმე ავარია მარნეული-თბილისის გზაზე
1772215360
ავღანეთში აცხადებენ, რომ პაკისტანთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავღანეთში დარტყმების შედეგად „თალიბანის“ 274 მებრძოლი დაიღუპა, პაკისტანში იერიშს კი 55 ჯარისკაცი ემსხვერპლა.
საჰაერო დარტყმების დაწყებამდე პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ ავღანეთის „თალიბანმა“ პაკისტანს „ღია ომი“ გამოუცხადა.
ცნობისთვის, პაკისტანში განაცხადეს, რომ „თალიბანმა“ ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის რამდენიმე სექტორში ცეცხლი გახსნა, რის საპასუხოდაც პაკისტანის ჯარებმა „დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება მოახდინეს, რამაც მოწინააღმდეგის დიდი დანაკარგები გამოიწვია“.
იქამდე კი „თალიბანის“ სამხედრო დანაყოფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ავღანეთმა პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებზე საპასუხო თავდასხმები დაიწყო.