იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
აშშ-ის ტენესის შტატში, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, სულ მცირე, 19 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
აფეთქება Accurate Energetic Systems-ის ქარხანაში მოხდა.
კომპანია თავდაცვის, აერონავტიკისა და დემონტაჟის სფეროებში ენერგეტიკული პროდუქტებს აწარმოებს და ქალაქ ნეშვილიდან დაახლოებით 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ადგილობრივი მედიის თანახმად, ძლიერი აფეთქების შემდეგ, რამდენიმე პატარა აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.