ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვას არ გეგმავს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც ამერიკული მედია ციტირებს.
მედიის ცნობით, მოხსენებაში ნათქვამია, რომ 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკვე აკრძალა ქვეყანაში დაახლოებით 5 000 პირის შესვლა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მონაწილეობას იღებდნენ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში და ამაზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება.
როგორც “ბიბისი” წერს, ამავდროულად, შეერთებულ შტატებს არ სურს, გზა დაუკეტოს იმ პირებს, რომლებიც რუსეთში იდევნებიან და ვისაც საფრთხე ემუქრება.
„ჩვენ გვსურს, გავავლოთ მკაფიო ზღვარი რუსეთის მთავრობასა და რუსეთში მცხოვრებ ხალხს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ბიბისის“ ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი და პოლონეთი რუსებისთვის ვიზების სრული აკრძალვის მომხრენი არიან, განსაკუთრებით ტურისტებისთვის. ფინეთმა მკვეთრად შეამცირა ვიზების გაცემა. აკრძალვის წინააღმდეგ გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და მთლიანად ევროკომისია გამოდიან.