აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები დროებით შეამსუბუქა

Politico: ჩეხეთი რუსული ნავთობის შეძენით სარგებელს ნახულობს

 აშშ-ის მთავრობამ 11 აპრილამდე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

საუბარია იმ ნავთობზე, რომელიც 12 მარტის მდგომარეობით გემებზეა დატვირთული და სარეალიზაციოდ არის გამზადებული.

ბესენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო „მსოფლიოს ენერგეტიკულ ბარზებზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაბალი ფასების შესანარჩუნებლად“.

მისი თქმით, სანქციების დროებითი მოხსნა რუსეთის მთავრობას ხელშესახებ შემოსავალს არ მოუტანს. აშშ-ის ხაზინის მდივნის განცხადებით, ნავთობზე ფასის ზრდა არის „მოკლევადიანი და დროებითი შეფერხება“.