ზოდიაქოს ამ ერთი ნიშნისთვის საუკეთესო პერიოდი დგება, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება
1750572720
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მა „ირანის წინააღმდეგ საშიში ომი დაიწყო". ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„მსოფლიოს არ უნდა დაავიწყდეს, რომ დიპლომატიური პროცესის შუაში, სწორედ აშშ-მა უღალატა დიპლომატიას"- აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მა „ირანის წინააღმდეგ საშიში ომი დაიწყო".
აშშ ისრაელი-ირანის კონფლიქტში ჩაერთო და წერტილოვანი საჰაერო იერიში მიიტანა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.