აშშ-მა ირანის ციფრული აქტივების ბირჟა Nobitex-ი და კიდევ სამი სხვა ბირჟა დაასანქცირა

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის მთავრობამ ირანის ციფრული აქტივების ბირჟა Nobitex-ი და კიდევ სამი სხვა ბირჟა დაასანქცირა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტომი პიგოტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„შეერთებულმა შტატებმა შემოიღო სანქციები ირანის უმსხვილესი ციფრული აქტივების ბირჟის Nobitex-ისა და კიდევ სამი სხვა ბირჟის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი რეჟიმის ტერორისტულ საქმიანობას უჭერენ მხარს და სანქციებს თავს არიდებენ“, - დაწერა პიგოტმა.

მისი განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მაქსიმალური ზეწოლის კამპანია გრძელდება, რათა ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა და ტერორიზმის დაფინანსების საშუალება არ მიეცეს.