აშშ-მა დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა

დელსი როდრიგესი

აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ადრე დაწესებული სანქციები მოუხსნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როდრიგესი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა იმ ადამიანების სიიდან ამოიღო, რომელთანაც ამერიკულ კომპანიებს და კერძო პირებს საქმიანი ურთიერთობა ეკრძალებათ.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ანა კელის განცხადებით, სანქციების მოხსნა მიანიშნებს, რომ აშშ-სა და ვენესუელას შორის ურთიერთობებში პროგრესი შეინიშნება.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, დელსი როდრიგესი დიდებულ სამუშაოს აკეთებს და შეერთებულ შტატებთან ძალიან კარგად მუშაობს“, - განაცხადა კელიმ. „აღნიშნული გადაწყვეტილება ასახავს პროგრესს ორ ქვეყანას შორის, რომელიც მიმართულია სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერასა და პოლიტიკურ შერიგებაზე“