ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვუწესებთ რუსეთის ბანკებს სანქციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველაზე მსხვილ ბანკთან ვწყვეტთ ასევე თანამშრომლობას.
ვბლოკავთ 3 დამატებით მსხვილ ბანკსაც, რაც ნიშნავს იმას რომ ყველა აქტივი რაც რუსებს აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება გაყინული, ეს მოიცავს ვი-თი-ბი ბანკსაც, მეორე ყველაზე მსხვილ ბანკს რუსეთში, რომელსაც 250 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივი აქვს აშშ-ში.
ეს აუცილებლად აისახება რუსულ ელიტაზე, მათი ოჯახის წევრებზე.
გამოვიყენებთ იგივე შეზღუდვებს უმსხვილესი რუსული საწარმოების წინააღმდეგ.
ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის წვდომას ტექნოლოგიაზე, სტრატეგიულ სფეროებზე, ინდუსტრიული წარმოების სფეროებზე“, - განაცხადა ბაიდენმა.