ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა წყნარი ოკეანის პარტნიორობის ორგანიზაცია შექმნეს, ამის შესახებ თეთრის სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს ჩვენმა ხუთმა ქვეყანამ აამოქმედა ყოვლისმომცველი არაფორმალური მექანიზმი წყნარი ოკეანის პრიორიტეტების უფრო ეფექტური და ქმედითი მხარდაჭერისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციამ სამი საკვანძო ამოცანა დაისახა - მეტი გააკეთოს რეგიონის პრიორიტეტების მხარდასაჭერად წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის 2050 წლის რეგიონალური სტრატეგიის შესაბამისად; დაამყაროს კომუნიკაცია რეგიონის მთავრობებს შორის; გააფართოოს წყნარი ოკეანის რეგიონსა და მსოფლიოს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.