1770234507
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ევროპელები პირად საუბრებში მეგობრულად იქცევიან, თუმცა საჯაროდ თავს გვესხმიან
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ პირად საუბრებში ევროპელები მეგობრულად იქცევიან, ამბობენ, რომ ბევრ დათმობაზე წავლენ, თუმცა საჯაროდ ამერიკას თავს ესხმიან.
„ევროპელები პირად საუბრებში ძალიან მეგობრულები არიან და მზად არიან ბევრ დათმობებზე წავიდნენ, მაგრამ შემდეგ საჯაროდ თავს გვესხმიან და ამბობენ: „ჩვენ ამერიკელებთან არ ვიმუშავებთ. ამერიკელებთან არაფერს გავაკეთებთ“. მაპატიეთ, მაგრამ ეს სისულელეა“, - განაცხადა ვენსმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუს დროს.
მისი განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ევროპელები მზად არიან რაღაც დათმობებზე წავიდნენ ამერიკასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, სიმართლეს არ შეესაბამება.












