რომელ საფლავებს უნდა მოერიდოთ და რის შესახებ აფრთხილებენ სასაფლაოზე გამსვლელებს ეზოტერიკოსები
1743714167
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა ჩინეთი ან რუსეთი, არამედ შიდა პრობლემებია - უფრო კონკრეტულად ესენია მიგრაციის და ეკონომიკური გამოწვევები. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა "ნიუს-მაქსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ევროპის მიგრაციული პოლიტიკა მის კულტურულ საფუძველს ანადგურებს, ეკონომიკური პოლიტიკა კი ნაკლებ კონკურენტული ხდება. ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტთან ფრანგი ოპოზიციონერი ლიდერის განაჩენი და რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება განიხილა.
"ევროპელები ასი პროცენტით ჩვენი მეგობრები არიან, თუმცა ეს ურთიერთობა დაძაბული იქნება და გადაიხედება, თუ ისინი გააგრძელებენ ოპოზიციის ლიდერების ციხეში გაშვებას და არ სცემენ პატივს საკუთარ საზღვრებს," - აცხადებს ვენსი.