აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამხრეთ ირანი დაბომბა

"Shahed-136/131" ტიპის დრონები

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამხრეთ ირანის სამიზნეებზე ახალი იერიში განახორციელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმები განხორციელდა თავდაცვის მიზნით და მიზნად ისახავდა ამერიკელი სამხედროების დაცვას ირანის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი საფრთხეებისგან.

„აშშ-ის სამხედრო ძალები აგრძელებს ჩვენი პირადი შემადგენლობის დაცვას, ავლენს თავშეკავებას მიმდინარე შეთანხმების პერიოდში“, - განაცხადა ცენტრალური სარდლობის სპიკერმა, კაპიტანმა ტიმ ჰოუკინსმა.

ირანს ამერიკელების აღნიშნულ თავდასხმაზე ჯერ არ პაუსხი არ გაუცია, თუმცა მანამდე ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაკაიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი მიღწეულია, გარიგება ჯერ დადებული არ არის.