აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-მა ომანის სანაპიროსთან ირანისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერი შეაჩერა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობ

აშშ-მა ომანის სანაპიროსთან ირანისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერი შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ძალებმა 8 ივნისს ომანის ყურეში შეაჩერეს ნავთობის ტანკერი, რომელმაც დაარღვია ირანის წინააღმდეგ მოქმედი ბლოკადა და ირანის პორტისკენ მიემართებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერი Marivex 2025 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებულ სანქციების სიაში შეიყვანეს ირანთან დაკავშირებული საქმიანობის გამო.

„სიენენის“ მიერ მოპოვებული საგანგებო სიგნალის ჩანაწერის მიხედვით, ეკიპაჟის წევრები აცხადებდნენ, რომ გემზე ხანძარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც, მათი მტკიცებით, ის აშშ-ის საზღვაო ძალების თავდასხმის სამიზნე გახდა.

„გემზე ხანძარია და ვიძირებით. აშშ-ის საზღვაო ძალებმა დაგვარტყეს. რაკეტა ძრავის განყოფილებას მოხვდა. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ეკიპაჟის 24-ვე წევრი ინდოელია“, – ნათქვამია საგანგებო შეტყობინებაში.

ამ დროისთვის ინფორმაცია ეკიპაჟის წევრების მდგომარეობისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ოფიციალურად არ ვრცელდება.