აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - ირანში დარტყმების ახალი ტალღა დასრულდა - დაიბომბა ათობით სამიზნე

ბი

 აშშ-მა დაასრულა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ტალღა, რომლის დროსაც რამდენიმე ლოკაციაზე ათობით სამიზნეს ზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენებით დაარტყა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, მათმა ძალებმა პირველად დაარტყეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო რადარებს, რაკეტებსა და დრონებს, ასევე მცირე ზომის ნავებს აშშ-ის გამანადგურებლების, საზღვაო ხომალდების, საჰაერო დრონების და საზღვაო დრონების გამოყენებით.

ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აშშ-მა დარტყმები ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებში განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.