ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები
1783886364
გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგი შავი ზღვის წყალზე - უწყების ინფორმაციით, ლაბორატორიულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.
სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ატარებს. მოწმდება ჰიდრო, ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის ანალიზი კეთდება 13 მძიმე მეტალზე.
"გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტად, თვეში ორჯერ ახორციელებს ზღვის წყლის მონიტორინგს, სარფიდან განმუხურამდე. მონაცემების სიზუსტისა და აქტუალურობისთვის, ველზე იზომება ქიმიო ფიზიკური პარამეტრები, ხოლო სინჯების დეტალური და კომპლექსური კვლევა ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზი, ბათუმისა და თბილისის ლაბორატორიაში კეთდება," - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიის სპეციალისტი, გიორგი პატარაია.