„ისტორიები ისევ დაიწყებს გამეორებას...“ - გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს
1770149458
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ევროკომისიას ბოლო 10 წლის განმავლობაში ცენზურის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.
მათი შეფასებით, ევროკომისიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად გამოიყენა პოლიტიკური ბერკეტები სოციალური მედიის პლატფორმებზე ზეწოლისთვის, რასაც მათი თქმით, ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა მოჰყვა.
განცხადებაში ასევე, საუბარია სხვადასხვა ქვეყნებში საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე.
„შეჯამების სახით: თავისი ყოვლისმომცველი 10-წლიანი ცენზურის კამპანიის ფარგლებში, ევროკომისიამ — წარმატებით განახორციელა ზეწოლა სოციალური მედიის პლატფორმებზე, რათა მოეხდინათ უტყუარი ინფორმაციის ცენზურა ამერიკის შეერთებულ შტატებში — მიზანში ამოიღო აშშ-ის პოლიტიკური შინაარსის კონტენტი ცენზურისთვის; — და ჩაერია ევროპის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებში“- წერია განცხადებაში.
To sum it all up: In its comprehensive 10-year censorship campaign, the @EU_Commission has
— House Judiciary GOP 🇺🇸🇺🇸🇺🇸 (@JudiciaryGOP) February 3, 2026
— Successfully pressured social media platforms to censor true information in the United States;
— Targeted U.S. political content for censorship; and
— Interfered in elections across…