აშშ-ის თავდაცვის მდივანი ირანში მიმდინარე ოპერაციაზე: არავითარი დემოკრატიის მშენებლობის ექსპერიმენტები, არავითარი პოლიტკორექტული ომები - ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის

პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი ერაყის ომთან შედარებადი არ არის - მან დასძინა, რომ აშშ არ გაებმება სახელმწიფო მშენებლობის იმავე ჭაობში, რომელშიც ორი ათწლეულის წინ აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„ეს არ არის ერაყი. ეს არ არის უსასრულო. ჩვენმა თაობამ უკეთ იცის და ასევე იცის ამ პრეზიდენტმაც. მან ბოლო 20 წლის განმავლობაში სახელმწიფო მშენებლობის ომებს სულელური უწოდა და ის მართალია“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.

„ეს ამის საპირისპიროა. ეს ოპერაცია არის მკაფიო, გამანადგურებელი და გადამწყვეტი მისია: [ირანის] სარაკეტო საფრთხის განადგურება, სამხედრო-საზღვაო ფლოტის განადგურება, არავითარი ბირთვული იარაღი“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით,აშშ, მიუხედავად იმისა, თუ „რას ამბობენ ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ინსტიტუტები“, იწყებს „ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ და ზუსტ საჰაერო კამპანიას“ და ეს ყველაფერი ხდება „ჩვენი პირობებით“.

„არავითარი სახელმწიფო მშენებლობის ჭაობი, არავითარი დემოკრატიის მშენებლობის ექსპერიმენტები, არავითარი პოლიტკორექტული ომები. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და არ ვფლანგავთ დროსა თუ ადამიანთა სიცოცხლეს“, - დასძინა მან.