სტამბოლი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი უამინდობის გამო აეროპორტში ვერ ჯდება
1745086126
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი ამტკიცებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს არ ჰქონდათ მიმოწერა სამხედრო გეგმების შესახებ. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორმა განაცხადა, რომ ის სკანდალური შემთხვევით დაამატეს მესენჯერ „სიგნალის“ ჯგუფში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები იემენში ჰუსიტებზე საჰაერო დარტყმების განხორციელების საკითხს განიხილავდნენ.
„არავის ჰქონია მიმოწერა სამხედრო გეგმების შესახებ და ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია, ვთქვა ამ საკითხზე“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
მანამდე, აღნიშნულ ინციდენტზე საუბრისას პენტაგონის ხელმძღვანელმა The Atlantic-ის რედაქტორს „მატყუარა“ და „დისკრედიტებული ე.წ. ჟურნალისტი“ უწოდა იმის გამო, რომ ის ტრამპის შესახებ კრიტიკულ რეპორტაჟებს წერდა.
ცნობისთვის, ჟურნალ The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა სკანდალურ სტატიაში განაცხადა იმის შესახებ, თუ როგორ დაამატეს ის შემთხვევით „სიგნალის“ ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წევრები იემენში ჰუსიტებზე საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდნენ.
გავრცელებული ცნობით, ჩატის მონაწილეები აქვეყნებდნენ საიდუმლო ინფორმაციას, თავად ტრამპმა განაცხადა, რომ მან „არაფერი არ იცის“ The Atlantic-ის სტატიისა და ამ ინციდენტის შესახებ.
SECURITY BREACH? A journalist reported on Monday that he was inadvertently included in a group chat between senior Trump administration officials. The group chat, the journalist said, was texting about a forthcoming military strike on the Houthis. https://t.co/0I1rJplBN5 pic.twitter.com/vyGgEkXMsu
— Fox News (@FoxNews) March 25, 2025