29 ივლისს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
1785260233
ტომ კრუზის ქალიშვილმა, სურიმ, ცნობილი მამის გვარზე ოფიციალურად თქვა უარი. ახლა კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის სტუდენტი დოკუმენტებში სური ნოელის სახელითაა დაფიქსირებული - მან დედის, მსახიობ ქეთი ჰოლმსის მეორე სახელი აიღო.
მედიაში წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქალიშვილსა და ჰოლივუდის ვარსკვლავს შორის მრავალწლიანი დაშორების სიმბოლურ დასასრულად იქცა. ტომ კრუზი სურისთან ერთად საჯაროდ 2012 წლის შემდეგ - ქეთი ჰოლმსთან განქორწინების მერე არ გამოჩენილა.
იმის შესახებ, რომ გოგონა მამის გვარს აღარ იყენებს, ჯერ კიდევ ორი წლის წინ გახდა ცნობილი. სკოლის დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე ის უკვე წარადგინეს, როგორც სური ნოელი, თუმცა ახლა ეს სახელი ოფიციალურად არის დაფიქსირებული.