1738924285
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, USAID-ის თანამშრომლებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობს, 30 დღის განმავლობაში სახლში დაბრუნებაში დაეხმარებიან
ამერიკის შეერთებული შტატები USAID-ის თანამშრომლებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობს, 30 დღის განმავლობაში სახლში დაბრუნებაში დაეხმარება.
განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ამის შესახებ მარკო რუბიომ დომინიკელთა რესპუბლიკაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ადამიანებს მიეცათ 30-დღიანი ვადა და ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ სახლში დაბრუნდნენ. ამასთან ერთად, თუ ვინმეს განსაკუთრებული მდგომარეობა ან რაიმე გარემოება აქვს, მზად ვართ, მოვუსმინოთ. ჩვენ ხალხის პირად ცხოვრებაში ჩარევას არ ვცდილობთ. ეს არაა სადამსჯელო ღონისძიება", - აღნიშნა მარკო რუბიომ.