ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
აშშ რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის პირდაპირი მონაწილეობით შეშფოთებულია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ელფოსტაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ კორეის ჯარების განთავსება რუსეთში და ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია გაუწევს ჩრდილოეთ კორეას საპასუხოდ, უნდა შეწყდეს“.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეამ პირველად დაადასტურა, რომ კიმ ჩენ ინის ბრძანებით, ჯარისკაცები რუსეთში უკრაინასთან ომში საბრძოლველად გაგზავნეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს კურსკში შეჭრილი უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მანამდე კიევსა და დასავლეთში აცხადებდნენ, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები რუსეთის მხარეს ომში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდნენ.