1738097469
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პიტერ სიიარტოსა და მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პიტერ სიიარტოსა და მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან საუბრისას ხაზი გაუსვა თავდაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს სტრატეგიული ჩართულობა ევროპის მიღმა – ლათინურ ამერიკასა და ჩინეთთან“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.