აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახლო აღმოსავლეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს

დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, „განიხილონ რეგიონის დატოვება ან მზად იყვნენ გასამგზავრებლად, თუ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება“. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, განახლებული სამოგზაურო გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც, ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ვაშინგტონი ირანზე ახალი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას შაბათ-კვირისთვის განიხილავს, ხოლო თეირანი იმ ქვეყნების წინააღმდეგ დამატებითი თავდასხმებით იმუქრება, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაახლა გაფრთხილება, რომლის თანახმადაც, რეგიონში მყოფებმა „სიფრთხილე და განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, ასევე მზად უნდა იყვნენ ფრენების გაუქმებისთვის, საჰაერო სივრცის პერიოდული დახურვისა და მგზავრობასთან დაკავშირებული შესაძლო შეფერხებებისთვის“.