„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944
აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ქვეყნის ისტორიაში პირველად 34 ტრილიონ დოლარს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
2023 წლის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო ვალმა გადააჭარბა დადგენილ ზღვარს, რომელიც 31,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამის შემდეგ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა არაერთხელ გაავრცელა გაფრთხილება დეფოლტის რისკთან დაკავშირებით, თუ ვალის ზღვარი არ გაიზრდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და დემოკრატებმა მოუწოდეს კონგრესს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გაზარდონ სახელმწიფო ვალის დადგენილი ზღვარი, თუმცა, რესპუბლიკელები, რომლებიც კონგრესის ქვედა პალატას აკონტროლებენ, ამ ნაბიჯის გადადგმას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების გარეშე არ აპირებდნენ. კომპრომისი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის 29 მაისს შედგა. შეთანხმების მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო ვალი 2025 წლის 2 იანვრიდან უნდა გაიზარდოს. ამ თარიღამდე კი ვალის ზედა ზღვარის მოქმედება შეჩერდა.