„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გრენლანდიის საკითხებში გრენლანდიას ეწვია. ამის შესახებ დანიური მედია წერს. ჯეფ ლენდრი ნუუკში ჩავიდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდება.
„ტრამპთან გვიან ღამით ვისაუბრე და მან მითხრა: „წადი იქ და რაც შეიძლება მეტი მეგობარი შეიძინე“. მე აქ ვარ, რომ მოვისმინო და ვისწავლო“, – განაცხადა ლენდრიმ.
ჟურნალისტებმა ლენდრის ასევე ჰკითხეს, არის თუ არა მისი ვიზიტი დაკავშირებული ტრამპის გეგმასთან, მაინც შეიერთოს გრენლანდია, რაც მან უარყო.
„მე აქ უბრალოდ ურთიერთობების დასამყარებლად, მოსასმენად და სასწავლად ვარ, ასევე იმის სანახავად, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, გაფართოვდეს ურთიერთობები აშშ-ს, გრენლანდიასა და დანიას შორის. ეს ფანტასტიკური დღეა“, – აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
როგორც დანიური მედია წერს, გრენლანდიაში ჩასული ამერიკული დელეგაცია დადის ქუდებით, როომელზეც არის წარწერა: „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული“.