აშშ-ის ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანს-ქალებს სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა

USOPC

შშ-ის ოლიმპიურმა კომიტეტმა (USOPC) ტრანს-ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა. USOPC-ს წარმომადგენლებმა ცურვის, მძლეოსნობის და სპორტის სხვა სახეობების ფედერაციებს შეატყობინა, რომ ისინი ვალდებულები არიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ განკარგულება დაიცვან.

„ჩვენი გადახედილი პოლიტიკა ხაზს უსვამს შეჯიბრებებზე ქალებისთვის სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია კომიტეტის ხელმძღვანელობის წერილში.

განკარგულებას, რომელზეც წერილშია საუბარი, ტრამპმა ხელი 20 იანვარს მოაწერა. კანონმდებლობაში მხოლოდ ორი სქესის დაფიქსირების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ტრანს-ქალებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას იმ სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც ტრანს-ქალებს ასეთ შეჯიბრებებში მონაწილეობის ნებას დართავენ.

აშშ-ის სტუდენტური სპორტის ეროვნულმა ასოციაციამ ტრანს-ქალებს ბიოლოგიურ ქალებთან შეჯიბრება უკვე აუკრძალა.