აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა

ბლოკადა

აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვაში ამოქმედდა.

ასევე, ცენტრალურმა სარდლობამ გემები გააფრთხილა, რომ ბლოკადა დროშის მიუხედავად ყველა ხომალდზე გავრცელდება.

„ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე ბლოკადის ზონაში შევა ან გამოვა, ჩაჭრას, გადამისამართებას ან დაკავებას ექვემდებარება“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ბლოკადა ყველა ქვეყნის გემზე გავრცელდება, „რომლებიც შედიან ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში, კერძოდ, სპარსეთისა და ომანის ყურეში მდებარე ირანის პორტებში ან იქიდან გამოდიან“.

ასევე, ცენტრალური სარდლობის ცნობით, „CENTCOM-ის ძალები არ შეაფერხებენ იმ გემების თავისუფალ ნავიგაციას, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გადიან არაირანული პორტების მიმართულებით ან მათი დატოვების მიზნით“.