დეკემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1733288188
აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის მიუხედავად ვერ გამოავლინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებსაც, შესაძლოა, გავლენა ჰქონოდათ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტოს დირექტორმა ჯენ ისტერლიმ განაცხადა, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გამოირჩევა „უპრეცედენტო დეზინფორმაციით“, რომელიც გარე მოწინააღმდეგეებისგან მომდინარეობს.
მისი თქმით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება არჩევნების დასრულების შემდეგ, მომდევნო კვირებსა და თვეებში, 2025 წლის იანვრამდე გაგრძელდება.
ამასთან ერთად, როგორც სააგენტოს დირექტორი განმარტავს, დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე მინიმალური იყო.
„საარჩევნო ინფრასტრუქტურა არასდროს ყოფილა ისე დაცული, როგორც ახლა, ხოლო საარჩევნო საზოგადოება არასდროს ყოფილა ისე კარგად მომზადებული უსაფრთხო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, როგორც ახლა“, - ციტირებს სააგენტო ისტერლის.
დღეს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.
თეთრი სახლისთვის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი / ოჰაიოს შტატის სენატორი, ჯეი დი ვენსი („რესპუბლიკური“ პარტია) და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი / მინესოტის შტატის გუბერნატორი, ტიმ უოლცი („დემოკრატიული“ პარტია).